გარეჯის კერძო
სკოლა ლამარია

0+

უფასო წრე და აქტივობა

0

საგანმანათლებლო მიმართულება (სკოლა, ბაღი, საზაფხულო პროგრამა)

0%

ინდივიდუალური მიდგომა

ჩვენ ვქმნით უსაფრთო და ინოვაციურ გარემოს, სადაც თითოეული მოსწავლის განვითარება არის პრიორიტეტი.

ჩვენ შესახებ

სკოლის შესახებ

გარეჯის კერძო სკოლა „ლამარია“ არის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის აკადემიურ, პიროვნულ და შემოქმედებით განვითარებაზე.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვები მიიღებენ ხარისხიან განათლებას, გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და ჩამოყალიბდებიან პასუხისმგებელ, თავდაჯერებულ და წარმატებულ ადამიანებად.

Open language to all

We inspire global
language success

რატომ ჩვენ?

ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს უნიკალური პოტენციალი და ჩვენი მთავარი ამოცანაა მისი აღმოჩენა, მხარდაჭერა და განვითარება.

ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის!

თქვენ ჩვენთან დაგხვდებათ ისეთი სასწავლო გარემო, როგორზეც სულ ოცნებობდით! მიმდინარეობს რეგისტრაცია!
დამფუძნებლის შესახებ

ლამარა ქოქიაური

პროფესორი ლამარა ქოქიაური არის გარეჯის კერძო სკოლის „ლამარია“ -ს დამფუძნებელი და დირექტორი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი, მეცნიერი და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი.

1992 წლიდან იგი ხელმძღვანელობს საქართველოში ერთ-ერთ პირველ კერძო უცხო ენების სკოლას „ნინო“. სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდა პროფესორის პოზიციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

განათლების სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილების საფუძველზე, მისი მთავარი მიზანია თანამედროვე, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შესაძლებლობა.

ლამარა ქოქიაური

სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი

გარეჯის კერძო სკოლა „ლამარიაში“ აქტიურად მიმდინარეობს რეგისტრაცია წინასასკოლო ჯგუფებსა და საზაფხულო სკოლაში.